X

კონფერენციები და სემინარები

საერთაშორისო კონფერენცია „აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამმხრივი ურთიერთობები: მომავლის ხედვა“

2017 / 06 / 05

2017 წლის 5 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის (SAM), თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრისა (SAM) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის)  თანამშრომლობით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამმხრივი ურთიერთობები: მომავლის ხედვა“.

კონფერენციაზე მისასალებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგა საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ნოვრუზ მამედოვი.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს  რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის თავმჯდომარემ მეზუტ ოსკანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ფარჰად მამედოვმა.

კონფერენციის პირველ სესიაზე - „სამმხრივი ურთიერთობების უსაფრთხოების გამოწვევები“ - მოხსენებით გამოვიდა რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე, რომელმაც ილაპარაკა სამმხრივი თანამშრომლობის გეოპოლიტიკაზე.

მეორე სესიაზე -  „სამმხრივი ურთიერთობების ეკონომიკისა და ენერგეტიკის ასპექტები“ - მოხსენებით წარსდგა კახა გოგოლაშვილი, რომელმაც მიმოიხილა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, ასევე იმსჯელა, თუ როგორ აისახება ეს შეთანხმება სამ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. სამმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით მოხსენება გააკეთა რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.