X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები: შეჯამება და პროგნოზი“

2018 / 04 / 24

2018 წლის 20 აპრილს რონდელის ფონდის მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშვილმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები: შეჯამება და პროგნოზი“, რომელიც გაიმართა კიევში, უკრაინა.

ვალერი ჩეჩელაშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, იმსჯელა კრემლის შიდა პოლიტიკური კურსის შესახებ საქართველოს გადმოსახედიდან და ასევე, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოსა და უკრაინაზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო აკადემიური წრის, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.