X

კონფერენციები და სემინარები

სემინარი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის

2019 / 04 / 02

2019 წლის 2 აპრილს რონდელის ფონდში გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის განკუთვნილი სემინარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის შვედი კონსულტანტი ჰანს ნორგრენი.

ექსპერტმა მონაწილეებთან ერთად განიხილა შემდეგი საკითხები: ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე შვედური პრაქტიკა, ორგანიზაციის საქმიანობის მართვაში ნდობის მოპოვების კონცეფციის მნიშვნელობა, სამინისტროებსა და სსიპ-ებს შორის ურთიერთობა ადამიანური რესურსების გასაძლიერებლად და საჯარო მოხელეების მოზიდვისა და მოტივაციის ხერხები. თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, თამთა ჭრიკიშვილმა პრეზენტაცია გააკეთა  თემაზე: "ადამიანური რესურსების მართვა: შვედეთის გამოცდილების გაზიარება თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე".

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა/მენეჯერებმა.

სემინარი იმართება პროექტის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით და  შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტთან (SIPU) თანამშრომლობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.