ლექციები და ტრენინგები

დაიწყო პოლიტიკური პარტიების სკოლის ახალი ნაკადი
2022 წლის 19 მარტს რონდელის ფონდმა ამერიკული ფონდის National Endowment for Democracy (NED) მხარდაჭერით, დაიწყო სასწავლო პროგრამა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის, რომლის მიზანიცაა ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები გაივლიან 6-თვიან სასწავლო…
ვრცლად
დისკუსია წეროვანისა და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებთან
2022 წლის 17 მარტს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში, სადაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები სწავლობენ, ჩატარდა ლექცია: "აშშ-ს როლი საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში", რომელსაც უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი - გიორგი ბადრიძე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ წეროვანისა და ნიქოზის ხელოვნების სკოლის…
ვრცლად
მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას
25 თებერვალს ესტონელი ექსპერტის, ტავი ტომის მიერ ჩატარებული ლექციის დასასრულს, რომელიც მსოფლიო წესრიგის გამოწვევებს ეხებოდა, მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ვრცლად
გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია
28 თებერვალს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია, რომლებიც შემუშავდა პროექტის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკა” - ფარგლებში. პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც შეეხება სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ…
ვრცლად
მარკ გროსმანის ლექცია
2022 წლის 16 თებერვალს, რონდელის ფონდისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობით "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის" პროგრამის მონაწილეებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართა კოჰენის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილის, მარკ გროსმანის ლექცია თემაზე - „რა არის ამერიკული დიპლომატიის სწორი სტრატეგია და სტრუქტურა“.
ვრცლად
დაიწყო მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამა
პირველი ლექცია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბილანიშვილმა წაიკითხა. ლექციას ვირტუალურად შემოუერთდა ესტონეთის დიპლომატიის სკოლის დირექტორი ეკე ნომი და მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმატება უსურვა.
ვრცლად
დისკუსიები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
ვაგრძელებთ სემინარების სერიას პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში. 27 და 28 ნოემბერს ჯგუფის წევრები ტრენინგებსა და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში შეიკრიბნენ.
ვრცლად
ახალგაზრდები ცვლილებებისთვის - გასვლითი ღონისძიება თელავში
2021 წლის 18-22 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით ქალაქ თელავში ჩატარდა სასწავლო პროგრამა „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“. პროგრამის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში ახალგაზრდა აქტივისტები კახეთის რეგიონიდან გაეცნენ ისეთ თემებს როგორებიცაა: საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, პოლიტიკური იდეოლოგიები და საარჩევნო პროცესები საქართველოში. პროექტი ასევე ხელს უწყობს მონაწილეების…
ვრცლად
პრაქტიკული სემინარები წინანდალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
გრძელდება სემინარების სერია პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში. 20 და 21 ნოემბერს ჯგუფის წევრები ტრენინგებსა და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად წინანდალში შეიკრიბნენ. ღონისძიებას დაესწრო ნიდერლანდების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ბ მააიკე ვან კოლდამი, რომელიც ჩაერთო დინამიკურ კითხვა-პასუხის რეჟიმში ახალგაზრდებთან.
ვრცლად
პრაქტიკული სემინარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლი ახალგაზრდებისთვის
6 და 7 ნოემბერს პროექტის - "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა მორიგი პრაქტიკული სემინარი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები დაეუფლნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: მოლაპარაკებების ხელოვნება, ადვოკატირება და ლობირება, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული…
ვრცლად
თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში
2020 წლის 1 ოქტომბრიდან რონდელის ფონდში მიმდინარეობდა 11-თვიანი პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“. პროექტი მიზნად ისახავდა პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას. პროექტის დახმარებით ადგილობრივი…
ვრცლად
გასვლითი ღონისძიება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
23-24 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში ჩატარდა პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში გასვლითი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა ნიდერლანდების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ბ მააიკე ვან კოლდამი.
ვრცლად
ონლაინ სემინარი თემაზე - აქტიური მოქალაქეობა და არჩევნები
27 სექტემბერს სულხან სალაძის მონაწილეობით ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე "აქტიური მოქალაქეობა და არჩევნები".
ვრცლად
ნანა მაჭარაშვილის სალექციო კურსი - საჯარო პოლიტიკის ანალიზი
22 სექტემბერს ''ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის'' პროგრამის ფარგლებში მორიგი სასწავლო კურსი დაიწყო. ახალი მოდულის თემაა ''საჯარო პოლიტიკის ანალიზი''. ლექციებს უძღვება ქალბატონი ნანა მაჭარაშვილი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამისა და კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
ვრცლად
განახლდა სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში
განახლდა ლექციების კურსი „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის“ მონაწილეებისთვის. პირველი კურსის მოდულის თემაა „პოსტსაბჭოთა ქვეყნები“. ლექციებს უძღვება ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი, რონდელის ფონდის სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე.
ვრცლად
პროექტის თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში დახურვის ცერემონია
8 აგვისტოს რონდელის ფონდის პროექტის "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში" დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოში აშშ-ის ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი.
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონია
2021 წლის 21 ივლისს, „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის“ 2020-2021 წწ.-ის კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და აშშ-ის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება კელი დეგნანი.
ვრცლად
სასწავლო პროგრამის ახალგაზრდები ცვლილებისთვის დახურვის ღონისძიება
3 ივლისს, ატენის ხეობაში ჩატარდა სასწავლო პროგრამის "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" დახურვის ღონისძიება. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო მოხელეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენელი ახალგაზრდები შიდა ქართლიდან. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და პრაქტიკული სემინარები საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და უნარების გაძლიერების…
ვრცლად
საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის გამოსაშვები ცერემონია
2021 წლის 29 ივნისს გაიმართა რონდელის ფონდის საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოებისა და ახალი ჯგუფის მიღების ცერემონია. კურსის დასრულება მონაწილეებს მიულოცეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, რომელიც რონდელის ფონდის 2006 წლის კურსდამთავრებულია.
ვრცლად
დაჯილდოების ცერემონია სოფელ ჯოყოლოში
2021 წლის 1-ელ ივლისს, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, რონდელის ფონდის მიერ ჩატარებული ვიქტორინის საფუძველზე სოფელ ჯოყოლოში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ლეპტოპებით, მობილური ტელეფონებითა და პლანშეტებით.
ვრცლად