X

ლექციები და ტრენინგები

გაიმართა „ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება“ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

2022 / 06 / 27

2022 წლის 25 ივნისს, ქ. ბორჯომში, რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება“ მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა წარმოადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ეთნიკური უმცირესობებისთვის დასაქმების სირთულეები, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, ეკონომიკური განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ა.შ.

ღონისძიებას დაესწრნენ ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, ქალბატონი მააიკე ვან კოლდამი და რონდელის ფონდის წარმომადგენლები. მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების საჯარო პოლიკაში ჩართულობის მნიშვნელობას. 

პროექტი „ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება“ საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საჯარო პოლიტიკის პროცესებში ჩართვას.

პროექტის მიმდინარეობისას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 37-ი ახალგაზრდა მონაწილეობას იღებდა სემინარებში, ტრენინგებსა და დისკუსიებში აქტუალურ თემებზე: საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ადვოკატირება და მოლაპარაკებების ტექნიკები, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, გარემოს დაცვის პოლიტიკა და ასევე ეკონომიკის, საგარეო და საშინაო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები პროექტის ფარგლებში 11-მა მონაწილემ გაიარა 2-თვიანი სტაჟირება

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებაში, ომბუცმენის ოფისში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სსიპ მასწავლებლის სახლსა და რონდელის ფონდში.

მადლობას ვუხდით ნიდერლანდების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს !  

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.