X

ლექციები და ტრენინგები

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია პროგრამის "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" ფარგლებში

2022 / 07 / 18

17 ივლისს, ქ. თელავში სასწავლო პროგრამის "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" ფარგლებში კახეთის რეგიონის ახალგაზრდა აქტივისტებისთვის სემინარები და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია მოეწყო. რონდელის ფონდის ექსპერტებმა მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაზე,  ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე, ამ რეგიონების მიმართ კრემლის პოლიტიკასა და ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. 


პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესს და ხორციელდება ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ხელშეწყობით.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.