X

ლექციები და ტრენინგები

„თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“

2022 / 09 / 23
2022 წლის 20-21 სექტემბერს, პროექტის - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ - ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხეში, ზარზმასა და დაბა ადიგენში გაიმართა ლექცია-დისკუსიათა სერია.
რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ მონაწილეებთან ისაუბრა აშშ-ს როლზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, IRENE- ს ასოცირებულმა ექსპერტმა ტარიელ სიხარულიძემ კი მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო უნარებზე; EducationUSA-ს განათლების მრჩეველმა დალი ხომერიკმა ახალგაზრდებს გააცნო ამერიკაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები, რონდელის ფონდის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში თამარ ბორცვაძემ კი, გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრა.
რონდელის ფონდის პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის, წეროვანისა და ადიგენის მუნიციპალიტეტისა საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.