X

ლექციები და ტრენინგები

სემინარი ,,ადამიანური რესურსების მართვის ტრანსფორმაცია“

2022 / 10 / 04
27-28 სექტემბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის გაიმართა სემინარი ,,ადამიანური რესურსების მართვის ტრანსფორმაცია“ რომელსაც შვედი კონსულტანტები მატს ბესკოუ და ჰანს ნორგრენი, და მათი ქართველი კოლეგა თამთა ჭრიკიშვილი უძღვებოდნენ. ორ-დღიანი ღონისძიების ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: ადამიანური რესურსების მართვის გაციფრულება, პოლიტიკა და საჯარო სამსახურის როლი , ფუნქციური სხვაობა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტსა და ორგანიზაციის მენეჯერ(ებ)ს შორის, ადამიანური რესურსების მართვის პროცესში როლური გადანაწილება და შვედური გამოცდილება.
შეხვედრა გაიმართა პროგრამის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ - ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.