X

ლექციები და ტრენინგები

თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში (1-3 ნოემბერი)

2022 / 11 / 04

2022 წლის 1-3 ნოემბერს პროექტის - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში'', მორიგი სალექციო სესია გაიმართა. ლექციები ხულოს მუნიციპალიტეტის 18 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი უფროსმა მკვლევარმა, ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა შემდეგ თემაზე: ,,საქართველო და დასავლური ალიანსები.’’

ზურა ბატიაშვილმა - რონდელის ფონდის მკვლევარმა კი განიხილა თემა: ,,საქართველოს ურთიერთობა თურქეთთან და ახლო აღმოსავლეთთან’’.

რონდელის ფონდის პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.