X

ლექციები და ტრენინგები

„თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” (15-16 ნოემბერი)

2022 / 11 / 18
2022 წლის 15-16 ნოემბერს ჩატარდა პროექტის - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში”- 2022-2023 წლის ნაკადის პირველი სალექციო სერია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს, ზარზმისა და დაბა ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის. განხილული საკითხები შეეხებოდა სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობასა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმოხილვას. დისკუსიას უძღვებოდნენ “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი - ირაკლი ხვადაგიანი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი - მამუკა კომახია.
 
რონდელის ფონდის პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ - 2022 წლის ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.