X

ლექციები და ტრენინგები

"თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" მონაწილეების შემეცნებით-კულტურული ვიზიტი დედაქალაქში

2022 / 11 / 25
პროექტის "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" მონაწილეები შემეცნებით-კულტურული ვიზიტის ფარგლებში დედაქალაქში იმყოფებოდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარზმის, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. სხალთის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვანის, დაბა ადიგენის და დაბა ხულოსა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთთვიანი მუშაობის შედეგად მომზადებული პრეზენტაციები საკუთარ თემებში არსებული გამოწვევებისა და გადაჭრის გზების მათეული ხედვების შესახებ, ფონდის ექსპერტებსა და მოწვეულ დარგის სპეციალისტებს წარუდგინეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოდან.
 
პროექტის მონაწილეები ასევე ეწვივნენ აშშ-ს საელჩოს საქართველოში, ექსპერიმენტორიუმს, დაათვალიერეს ძველი თბილისი და დაესწრნენ კინოსეანსს.
 
პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" რონდელის ფონდის მიერ 2021 წლიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
© 2025 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.