ლექციები და ტრენინგები
სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში (მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა პროგრამა)
მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები სასწავლო ვიზიტით ტალინში, ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ დიპლომატიის სკოლის დირექტორს ეკე ნომს; ეწვივნენ პარლამენტს, სადაც შეხვედრა გაიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონთან.
პროგრამის მონაწილეები დაესწრნენ კეიტ კასემეცისა და რენე ვარკის ლექციებს, სადაც განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით და ისაუბრეს საერთაშორისო დანაშაულთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრა გაიმართა ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელთან - იანე ოისპუსთან და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ესტონეთში - გაბრიელა კოვანთან. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ესტონეთის ციფრული ბრიფინგ-ცენტრი და გაეცნენ ესტონეთის გზას ციფრული განვითარებისკენ.
სასწავლო ვიზიტი ერთი კვირა გაგრძელდება და მოიცავს როგორც ლექციებს, ასევესახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრებს.