X

ლექციები და ტრენინგები

მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სალექციო პროცესი მესამე ნაკადის მონაწილეთათვის.

2023 / 04 / 21

მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სალექციო პროცესი მესამე ნაკადის მონაწილეთათვის.  მოდულის თემა იყო თურქეთი, ახლო აღმოსავლეთი. საუბარი შეეხო თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას.  შეხვედრას უძღვებოდა ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის  მკვლევარი.

პროგრამას რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს და მას უძღვებიან როგორც ქართველი ისე ესტონელი ექსპერტები.  პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო მოხელეთა ცოდნისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება უსაფრთხოების სფეროსა და პოლიტიკის შემუშავებაში.

პროგრამა ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.