X

ლექციები და ტრენინგები

პროექტი - „გალის რაიონიდან ახალგაზრდების ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა“

2023 / 04 / 26
რონდელის ფონდში დაიწყო პროექტი - „გალის რაიონის ახალგაზრდების ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა“. პროექტის მიზანია გალის რაიონის ახალგაზრდების ცოდნის/შესაძლებლობების/ჩართულობის გაზრდა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს პირველი ლექცია წაუკითხა მამუკა კომახიამ თემაზე - „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები“. მეორე ლექცია ჩაატარა პოლიტიკის ანალიზის ტრენერმა და იურისტმა, სულხან სალაძემ. დისკუსიის თემა - "პრობლემის იდენტიფიცირებიდან გადაწყვეტამდე."
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სალექციო კურსს, რომელსაც გაუძღვებიან „რონდელის ფონდის“ ექსპერტები.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.