X

მულტიმედია

საქართველოს პირველი რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების 100 წლისთავი

2021 / 01 / 25

ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღიარება მოიპოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხმა გავლენა იქონია ამ მოვლენის თანამედროვე და აწმყოში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ამ საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია I მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისა და ევრაზიის ცვალებადი გეოპოლიტიკური მოვლენების ჭრილში; ქართული საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობისა და შედეგების კუთხით და ასევე რუსეთის იმპერიაში შემავალ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხთათვის თავიანთი ნათელი მომავლის იმედის განსახიერების ჭრილში.
 

მოდერატორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

მომხსენებლები:
გიორგი მამულია, ისტორიის დოქტორი, პარიზის უმაღლესი საზოგადოებრივი კვლევების სკოლის (EHESS) დოქტორი, მკვლევარი - ოთხთა კავშირის ქვეყნები და კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის მაისში.
მაირბეკ ვაჩაგაევი, ჟურნალ „Caucasus Survey“-ის და ინტერნეტჟურნალს „Prometheus“-ის რედაქტორი, კავკასიური კვლევების ცენტრის პრეზიდენტი - 1918 წლის 11 მაისს ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა კავშირის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი.
პაველ ლიბერა, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის თადეუშ მანტეიფელის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ადიუნქტი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება და პოლონეთი.
ოთარ ჯანელიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება და ქართველო საზოგადოება.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.