X

მულტიმედია

აშშ - ირანის ურთიერთობები

2021 / 02 / 10

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსურია დღევანდელ გეოპოლიტიკურ სამყაროში. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნები ერთამანეთთან ძირითადად დაპირისპირებულნი არიან და დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. 2015 წლის 14 ივლისს, ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს (ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) შორის მიღწეული იქნა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), რაც დადებითი იმედების საშუალებას იძლეოდა, თუმცა მოგვიანებით გაქარწყლდა. წლების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედებას დიდი გავლენა ჰქონდა მსოფლიოზე და მათ შორის ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე.


ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებას მოყვა ახალი კითხვები აშშ-ირანის მომავალი ურთიერთობების შესახებ. რა ფორმას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობა და შემცირდება თუ არა დაძაბულობა? ეს საკითხები იქნება განხილვის მთავარი თემები.

შემოგვიერთდით სამშაბათს, 9 თებერვალს 19:00 საათზე.


მოდერატორი: შოთა უტიაშვილი - რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

სპიკერები:

როს ჰარისონი - ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და დირექტორი. როს ჰარისონი წლების განმვალობაში თამაშრომლობს რონდელის ფონდთან და კითხულობს ლექციებს ერვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კაიჰან ბარზეგარი - ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.