X

მულტიმედია

დემოკრატიული საუბრები – საქართველო: ქალები პოლიტიკაში – 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები და მათ მიღმა

2021 / 06 / 09

რონდელის ფონდმა და შვედეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა ერთობლივი ვებინარი - დემოკრატიული საუბრები – საქართველო:  ქალები პოლიტიკაში – 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები და მათ მიღმა.

თარიღი: 8 ივნისი, 14:00-17:00 (თბილისი)

პროგრამა Zoom-ის გამოყენებით.

ინგლისური, ქართული (სინქრონული თარგმანი).


შინაარსი

• დღის წესრიგი

• მოკლე მიმოხილვა

 

14.00-14.10

ღონისძიების გახსნა, მისასალმებელი სიტყვა,

გამომსვლელები:

ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი        

ეკა მეტრეველი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ევია კოტანი, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

 

14.10-14.50

ძირითადი დისკუსია: პირადი შეხედულებები -  რა სჭირდებათ ქალ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში თანაბარი პირობებით მონაწილეობისთვის

დისკუსია საშუალებას მისცემს ქართველ და შვედ ლიდერ ქალ პოლიტიკოსებს, დამსწრე საზოგადოებას მოუთხრონ საკუთარი წარმატებების შესახებ. პირადი გამოცდილების გაზიარებით მონაწილეები ხაზს გაუსვამენ, თუ რა სახის რესურსები და მხარდაჭერა სჭირდებათ ქალ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობისთვის.

ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

თინათინ ბოკუჩავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

შერსთინ ლუნდგრენი, შვედეთის პარლამენტის, რიქსდაგის სპიკერის მესამე მოადგილე

მოდერატორი: TBA

 

14.50-15.40

პირველი პანელური დისკუსია: როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს გაზარდონ გენდერული თანასწორობა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე

დისკუსიაში განხილული იქნება პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობები გენდერული თანასწორობის გაზრდისა და პარტიებში ქალი პოლიტიკური ლიდერების წახალისების საქმეში. დისკუსია შეეხება პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ და რეგიონალურ დონეებს, მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში. დისკუსიაზე წარმოდგენილი მოსაზრებები ასევე მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების განვითარების ცენტრალური დონისთვის.

დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

კაროლა გუნარშონი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების შვედური ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე (SKR), ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) საერთაშორისო სპიკერი და გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის ევროპული სექციის ვიცე-პრეზიდენტი (UCLG).

ნინო ვიბლიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე (TBC)

ნათია ღვინაშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (NALAG)

მოდერატორი: კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

 

15.40-16.00

შესვენება

 

16.00-16.50

მეორე პანელური დისკუსია: რატომ უნდა შეუწყონ ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას პოლიტიკაში

დისკუსიისას  განიხილება კავშირი დემოკრატიასა და ფართო პოლიტიკურ ჩართულობას  შორის. მომხსენებლები იმსჯელებენ გადამკვეთ ასპექტებზე და იმ საჭიროებებზე, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ჭეშმარიტად ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად უნდა უზრუნველყონ.

თეონა ყუფუნია, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე

კამილა მამედოვა, სათემო რადიო „მარნეულის” დირექტორი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.

დავით დარჩიაშვილი, პროფესორი, პოლიტოლოგიის საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამთა მიქელაძე, თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

მოდერატორი: ლელა აქიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების მენეჯერი

 

16.50-17.00

შეხვედრის დახურვა

დასკვნითი სიტყვით გამომსვლელები:

ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ეკა მეტრეველი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ევია კოტანი, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

 

მოკლე მიმოხილვა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ქალები ჯერ კიდევ არასაკმარისად არიან წარმოდგენილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების სხვადასხვა დონეზე.

თანასწორობისა და დემოკრატიის გაზრდისათვის აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების პოლიტიკური ლიდერობისა და ნიჭის ხელშეწყობა.  საქართველოში ქალები ძლიერი პოლიტიკური ლიდერობით გამოირჩევიან, თუმცა იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ  სრულყოფილად აღიქვას და გამოიყენოს მათი ნიჭი და შესაძლებლობა, საჭიროა მათ პოლიტიკურმა პარტიებმაც შეუქმნან შესაბამისი პირობები.

როგორ შეძლებენ პოლიტიკური პარტიები გამოავლინონ ლიდერობა ინკლუზიური სივრცის შექმნით, სადაც ქალებსაც და მამაკაცებსაც ექნებათ თანაბარი პირობები დემოკრატიულ ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის? რეალურად როგორ განხორციელდება იდეა, რომ დემოკრატიულ და წარმატებულ საზოგადოებას ესაჭიროება ქალი პოლიტიკური ლიდერები?

ღონისძიებაზე სხვადასხვა გადმოსახედიდან განხილული იქნება გენდერული თანასწორობის, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური კულტურის საკითხები.  ღონისძიების მიზანია სამომავლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის განისაზღვროს გარკვეული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დაცვას როგორც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში, ისე სხვა დროს.  მომხსენებლები იმსჯელებენ ზემოხსენებულ საკითხებზე  და ჩამოაყალიბებენ ღირებულ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა  გადაიდგას სამომავლოდ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.