მულტიმედია
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის VII შეხვედრა (EU-Georgia CSP)
2021 წლის 30 ივნისს თბილისსა და ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის VII შეხვედრა (EU-Georgia CSP). „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილი პირობების შედეგად შეხვედრა, რომელიც, როგორც წესი, როტაციის წესით ბრუსელსა და თბილისი ყოველ 6 თვეში ერთხელ იმართება, ამჯერად „ონლაინ“ რეჟიმში მოეწყო და მისი მართვა თბილისიდან, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო უთიერთობების კვლევის ფონდიდან (რონდელის ფონდი) განხორციელდა.
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა (CSP) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თნახმად დაარსდა 2016 წლის 16 ივნისს. ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფრომა CSP-ს თანადამფუძნებლები არიან. CSP-ის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე აზრთა ურთიერთგაცვლისთვის სივრცის შექმნა, აღნიშნულ საკითხზე მთავრობებისთვის და ინსტიტუტებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, მათი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსთვის მოწოდება.
VII შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების წარმმადგენლებმა მოისმინეს ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გამოსვლები. შეხვედრა გახსნეს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარეება ქ-ნმა დოვილე ჯუოდკაიტემ (LFDO) და ბ-ნმა კახა გოგოლაშვილმა (GFSIS).
CSP-ს წევრებმა მოისმონეს შემდეგი პირების მოხსენებები:
• ქ-ნი მაკა ბოჭორიშვილი - ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.
• ბ-ნი ლოურენს მერედიტი - აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუტციური მშენებლობის დირექტორი, DG NEAR, ევროკომისია.
• ქ-ნი თამარ გაბუნია - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოაადგილე.
• ბ-ნი დავით ბუჯიაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი.
• ბ-ნი ნიკა სიმონიშვილი - თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტების ასოციაცია (saia).
• ქ-ნი ნინო მახაშვილი - დირექტორი, ფსიქიატრიის გლობალური ინიციატივა - თბილისი (GIP).
CSP-ს ქართველმა და ევროპელმა წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეადგინეს, განიხილეს და დაამტკიცეს ერთობლივი დეკლარაცია.
შეხვედრის სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.