X

შეხვედრები და დისკუსიები

ორდღიანი ღონისძიება - საქართველოსა და იაპონიის როლი ცვალებად მსოფლიოში

2022 / 03 / 16

2022 წლის 14-15 მარტს რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი ღონისძიება - "საქართველოსა და იაპონიის როლი ცვალებად მსოფლიოში". ქართველმა და იაპონელმა ექსპერტებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის შესაძლებლობები კანონის უზენაესობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. 

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.