X

შეხვედრები და დისკუსიები

პროექტის "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" კურსდამთავრებულთა კონფერენცია

2022 / 07 / 20

19 ივლისს, რონდელის ფონდმა "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" პროგრამის კურსდამთავრებულთა კონფერენცია მოაწყო. შეხვედრაზე კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის ახალგაზრდა აქტივისტებისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების რეგიონულმა ახალგაზრდა წარმომადგენლებმა განიხილეს რონდელის ფონდისა და CRRC-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის "ახალგაზრდების ღირებულებები და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში" შედეგები.

შეხვედრის ფარგლებში თავად პროექტის კურსდამთავრებულებმა წარადგინეს მოხსენებები და იმსჯელეს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა: რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა ახალგაზრდებში, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა თანასწორობის საკითხებში.

პროექტი "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესს და ხორციელდება ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ხელშეწყობით.

მადლობას ვუხდით ჩვენს კურსდამთავრებულებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის! 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.