X

შეხვედრები და დისკუსიები

„ძლიერი ქალები უსაფრთხო და თანასწორი გარემოსთვის “, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის ფარგლებში გაიმართა

2022 / 12 / 12

8-9 დეკემბერს, თელავში, რონდელის ფონდმა უმასპინძლა სემინარსა და დისკუსიას „ძლიერი ქალები უსაფრთხო და თანასწორი გარემოსთვის “, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მიზანი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების ადვოკატირების ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე დიალოგის გაძლიერება იყო.

სემინარს რონდელის ფონდის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციარები დაესწრნენ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან და კახეთიდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან შემოგვიერთდნენ.

დიდ მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს: ნაზი დაქიშვილს, სამირა ბაირამოვას, ნინო გელაშვილს და ალექსი პეტრიაშვილს, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

მონაწილეების აქტიურმა ჩართულობამ დისკუსია განსაკუთრებულად საინტერესო გახადა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს საკუთარ დაკვირვებებზე გენდერული საკითხების მიმართ და გაგვიზიარეს ხედვა თანასწორობისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარების შესახებ.

რონდელის ფონდი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ღონისძიების მხარდაჭერისთვის.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.