X

სიახლეები

ბოლო 24 საათი ახლო აღმოსავლეთში, 12 იანვარი

2019 / 12 / 10

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • თეირანში, ისპაჰანში,  მაშჰადში, რაშტში და ირანის სხვა ქალაქებში დაიწყო ანტისამთავრობო აქციები. აქციის მონაწილეები უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. დემონსტანტებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა დაპირისპირებაც. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა;
  • აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოლიდარობა გამოუცხადა ირანელ დემონსტრანტებს. აღსანიშნავია, რომ მან ეს განცხადება ტვიტერის საკუთარ გვერდზე სპარსულ ენაზე გამოაქვეყნა;
  • თეირანში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს დიდი ბრიტანეთის ელჩი. თუმცა, იგი მალევე გაუშვეს. ელჩის განცხადებით, მას მხოლოდ პატივის მიგება სურდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის მიმართ, რომელთა შორის ბრიტანეთის მოქალაქეებიც იყვნენ;
  • გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სამხრეთ ქალაქებში. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 60-ზე მეტი მოქალაქე;
  • ლიბიაში რამდენჯერმე დაირღვა მთავრობასა და აჯანყებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმება. მხარეები შეთანხმების პირობების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ;
  • რუსეთის ავიაცია და ასადის რეჟიმი განაგრძობენ იდლიბის პროვინციაში გამაგრებული მებრძოლების ინტენსიურ დაბომბვას. 
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.