X

სიახლეები

ბოლო 24 საათი ახლო აღმოსავლეთში, 14 იანვარი

2019 / 12 / 13

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ირანის დიდ ქალაქებში მესამე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები. უსაფრთხოების ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ საპროტესტო აქციების ჩატარებას;
  • ირანში დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც წაუყენეს უკრაინული თვითფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობის ბრალდება;
  • მოსკოვში უშედეგოდ დასრულდა ლიბიის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები. აჯანყებულთა ლიდერმა ჰაფთარმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე და დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა;
  • თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ჰაფთარის ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დააკისრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ანკარა არ მოერიდება სიტუაციის გამწვავებას. მისივე სიტყვებით, ლიბია ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობაა, იქ ცხოვრობენ იანიჩრების შთამომავლები და თურქეთის მოვალეობაა მათი დაცვა;
  • ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ განახლდა საომარი მოქმედებები ლიბიაში. აჯანყებულებმა განაახლეს შეტევები სამთავრობო ძალებზე;
  • გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში;
  • ასადის რეჟიმის მომხრე ძალები განაგრძობენ სირიის იდლიბის პროვინციის დაბომბვას;
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.