X

სიახლეები

ბოლო 24 საათი ახლო აღმოსავლეთში, 15 იანვარი

2019 / 12 / 10

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ისრაელის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ირანს 2020 წლის ბოლოსთვის უკვე ექნება ატომური იარაღისთვის საჭირო გამდიდრებული ურანი;
  • ისრაელის არმიის შეფასებით, მიმდინარე წელს მაღალი იქნება სრულმაშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დაწყების საშიშროება ისრაელსა და ლიბანურ „ჰეზბოლას“ შორის;
  • ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუჰანიმ განაცხადა, რომ უცხო ქვეყნების ძალებმა უნდა დატოვონ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია. მისი შეფასებით, ამერიკელი სამხედროებისთვის უსაფრთხო არაა ამ რეგიონში დარჩენა;
  • ირანის დიდ ქალაქებში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. რამდენიმე ადგილას უსაფრთხოების ძალებსა და პროტესტანტებს შორის მოხდა დაპირისპირება. არიან დაკავებულებიც;
  • ისრაელმა საჰაერო შეტევა მიიტანა სირიაში განთავსებულ ირანულ ბაზებზე. სირიის ხელისუფლების განცხადებით, დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არაა, რადგან მათ შეძლეს ისრაელის რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება;
  • თურქეთის ავიაციამ დაბომბა ჩრდილოეთ ერაყის სინჯარის პროვინციაში არსებული PKK-ს („ქურთისტანის მუშათა პარტია“) ბაზა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორგანიზაციის მინიმუმ 8 მებრძოლი;
  • რუსეთმა და ასადის რეჟიმმა საგრძნობლად მოუმატა იდლიბის პროვინციის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის ტემპს. შედეგად მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში;
  • თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი არ აპირებენ სამხედრო კონტიგენტის გამოყვანას ლიბიიდან;
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.