X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 4 თებერვალი

2020 / 02 / 02

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • გრძელდებოდა ასადის რეჟიმისა და რუსეთის ინტენსიური შეტევა იდლიბის პროვინციაზე. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ადგილზე ვერ შეძლეს მათი შეტევის შეჩერება. ასადის რეჟიმმა დაიკავა სტრატეგიული მნიშვნელობის M4-ის (ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელი) საავტომობილო გზა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ისინი 8 კმ-ზე მიუახლოვდნენ ქ. იდლიბს;
  • 8-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა თურქულ მხარეს. გაცილებით დიდიი მსხვერპლია თურქეთის მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ ასადის რეჟიმის მხარეს, თუმცა დამასკო არ ასახელებს ზუსტ რაოდენობას;
  • რუსული ავიაცია განაგრძობდა იდლიბის პროვიციაში გამაგრებული ოპოზიციის ნაწილების დაბომბვას;
  • ვერ შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის; 
  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მიუღებელია თურქეთის შეიარაღებული ძალების მიზანში ამოღება. მისი განმარტებით, ასეთ ქმედებას შესაბამისი პასუხი გაეცა და მომავალშიც გაეცემა;
  • ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაბლოკეს რუსეთის სამხედრო კოლონის გადაადგილება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ჰასაკას რეგიონში;
  • ბოლო პერიოდში რუსეთთან დაპირისპირების ზრდის ფონზე თურქეთში იმატა ანტირუსულმა განწყობებმა. გაზეთ „საბაჰის“ ინფორმაციით, გამოკითხულთა 72% აცხადებს, რომ მათი განწყობა რუსეთის მიმართ ნეგატიურად შეიცვალა იდლიბისა და ლიბიის მოვლენების შემდეგ. საზოგადოებრივი აზრის იგივე კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ამ მომენტისთვის თურქთა მხოლოდ 16% ენდობა რუსეთს.
  •  
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.