X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 13 თებერვალი

2020 / 02 / 13

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე იდლიბში. მისივე სიტყვებით, ისინი აიძულებენ მხარეებს (მათ შორის ჯიჰადისტებსაც) მიიღონ აღნიშნული შეთანხმება (შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია);
  • რუსული ავიაცია განაგრძობდა იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიციისა და ჯიჰადისტების დაბომვებს;
  • ასადის რეჟიმის ძალებმა შეძლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღება ქ. ალეპოს სამხრეთ-დასავლეთით;
  • სირიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმო XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი ე.წ. „სომეხთა გენოციდი“;
  • იდლიბში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაუფასურდა თურქული ლირა. 13 ტებერვალს 1 აშშ დოლარი 6,06 ლირა გახდა. სიტუაციის ესკალაციამდე ეს მაჩვენებელი 5,90-ის ფარგლებში მერყეობდა;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას იდლიბის პროვინციაში;
  • ცუდი ბუნებრივი პირობების (სიცივის) მიუხედავად, იდლიბის მოსახლეობა განაგრძობდა გასვლას ქალაქიდან. თავშესაფრის არარსებობის გამო ღამით რამდენიმე დევნილი (მათ შორის ბავშვებიც) გაიყინა.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.