X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 22 თებერვალი

2020 / 02 / 22

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • შედგა სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის, სადაც მხარეებმა ისაუბრეს იდლიბის პროვინციაში შექმნილ სამხედრო სიტუაციაზე;
  • თურქული მხარის განცხადებით, კიდევ 1 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა იდლიბის პროვინციაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს;
  • სირიის ტელევიზიამ აჩვენა კადრები, თუ როგორ ბომბავს რუსული ავიაცია თურქულ სამხედრო ტექნიკას იდლიბში. ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას შეეწირა 2 თურქი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ორი დღის წინ;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას იდლიბის პროვინციაში. მათ შორის შეიყვანეს საჰაერო თავდაცვის სისტემები;
  • ასადის რეჟიმის განცხადებით, ისინი ჩამოაგდებენ ნებისმიერ საფრენ აპარატს, რომელიც მათი ნებართვის გარეშე იფრენს სირიის საჰაერო სივრცეში;
  • ოპოზიციის მებრძოლებმა ჩამოაგდეს რუსული უპილოტო საფრენი საშუალება;
  • მას შემდეგ რაც ანკარამ რუსეთს არ მისცა საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება რუსული სამხედრო ავიაციისთვის, მოსკოვმა დამატებითი თვითმფრინავები ადგილზე გადაისროლა კასპიის ზღვა-ირანი-ერაყი-სირიის მარშრუტით;
  • რუსული ავიაცია განაგრძობდა ოპოზიციის ნაწილების დაბომბევს იდლიბის პროვიციის სხვადასხვა რაიონებში.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.