X

სიახლეები

ბოლო 24 საათი ახლო სირიაში, 23 თებერვალი

2020 / 02 / 23

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით ა.წ. 5 მარტს იგეგმება სირიის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები;
  • რუსული ავიაცია ინტენსიურად ბომბავდა იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილს. დაბომბვების შემდეგ ასადის რეჟიმის ძალებმა დაიწყეს სახმელეთო შეტევა, რის შედეგადაც დაიკავეს 2 დასახლებული პუნქტი. ამ ეტაპზე ასადის რეჟიმის მიზანია იდლიბის პროვინციაში გამავალი ალეპო-ლატაკიის დამაკავშირებელი სახმელეთო გზის დაკავება;
  • იდლიბის პროვინციის ქ. ალ-ბარაში საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიჭრა 5 თურქი სამხედრო მოსამსახურე (1 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია). ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, საარტილერიო იერიშის მიტანა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ორგანიზებული;
  • რუსულმა სამხედრო ავიაციამ ქ. ალ-ბარას სიახლოვეს მოძრავ თურქული სამხედრო კოლონის სიახლოვეს ჩამოყარა ბომბები, რაც ანკარის მიერ გაფრთხილებად იქნა აღქმული და შეჩერდა კოლონის გადაადგილება;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას იდლიბის პროვინციაში. ისინი ძირითადად პროვინციის სამხრეთ ნაწილში განლაგდნენ, რათა ხელი შეუშალონ ასადის რეჟიმის ძალების წინსვლას ამ მიმართულებით. თუმცა, თურქულ მხარეს საარტილერიო ცეცხლი არ გაუხსნია;
  • რუსული მხარის განცხადებით, თურქეთი არღვევს დადებულ ხელშეკრულებებს და აიარაღებს რადიკალურ ჯგუფებს ჩრდილოეთ სირიაში;
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.