X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 25 თებერვალი

2020 / 02 / 25

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • რუსულმა მხარემ უარყო თურქული მხარის განცხადება, რომ 5 მარტისთვის იგეგმებოდა ოთხმხრივი (თურქეთ-რუსეთი-გერმანია-საფრანგეთი) სამიტის ჩატარება სირიის საკითხებზე;
  • 26 თებერვალს დაგეგმილია რუსული დელეგაციის ჩასვლა თურქეთში, სადაც გაიმართება მორიგი ორმხრივი (თურქულ-რუსული) შეხვედრის ჩატარება ბოლო დროს იდლიბში განვითარებულ მოვლენებზე;
  • ასადის რეჟიმის ძალები განაგრძობდნენ შეტევას იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. მათ შეძლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება;
  • სირიის ოპოზიციის მებრძოლებმა შეუტიეს და აიღეს ქ. იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დაბა ნაირაბი. მათი მიზანია დაბის სიახლოვეს მდებარე ქ. სარაქიბის აღება, სადაც ერთმანეთს უერთდება დამასკო-ალეპოსა და ლატაკია-ალეპოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზები;
  • რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიციის ნაწილების დაბომბვებს. მათ ასევე დაბომბეს ქ. ტანტანაზში განლაგებული თურქული სამხედრო ბლოკ-პოსტის მიმდებარე ტერიტორიები;
  • რუსულმა ავიაციამ ასევე დაბომბა ქ. იდლიბი, რასაც სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.