X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 3 მარტი

2020 / 03 / 01

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა იდლიბის პროვინციაში. თურქული მხარის ინფორმაციით, ასადის რეჟიმის ძალებთან შეტაკებებისას დაიღუპა 1 და დაიჭრა რამდენიმე თურქი სამხედრო მოსამსახურე. გაცილებით დიდი მსხვერპლია ასადის რეჟიმის მომხრეებში;
  • ასადის რეჟიმის ძალებმა წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეძლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქ. სარაქიბის აღება, რის შემდეგაც იქ რუსული სამხედრო პოლიცია ჩადგა;
  • ასადის ძალებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს ქ. სარაქიბის სამხრეთ-დასავლეთით და იდლიბის პროვინციის სამხრეთით;
  • თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩამოაგდეს ასადის რეჟიმის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი L-39;
  • თავის მხრივ, ასადის რეჟიმმაც გამოაცხადა, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს იდლიბის პროვინციაში;
  • ჩრდილოეთ სირიაში კიდევ ერთი თურქული სამხედრო კოლონა შევიდა;
  • თურქული არტილერია და დრონები განაგრძობდნენ ასადის რეჟიმის პოზიციების დაბომბვებს;
  • თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე გრძელდებოდა ლტოლვილების თავმოყრა, რომლებიც ევროპაში გადასვლას ცდილობენ.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.