X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 19

„საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 19 მაისს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

ბათუმი არ ყოფილა ერთადერთი ქალაქი, რომლის საქართველოს შემადგენლობაში დასარჩენადაც 1918 წლის მაისში ბრძოლები მიმდინარეობდა. რთული მდგომარეობა იყო სოხუმის მიმართულებით, სადაც ვალიკო ჯუღელი ბოლშევიკებს ებრძოდა. მიუხედავად წარმატებისა, გადაწყვეტილი ბევრი ჯერ არაფერი იყო. ჯუღელის და მისი რაზმის მიერ ბრძოლაში მოპოვებული წარმატების ამბავს 1918 წლის 19 მაისს „სახალხო საქმე“, გაზეთის პირველივე გვერდზე, უკანასკნელი ცხელი ამბების ადგილას აქვეყნებდა.

პარალელურად, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და სადაც იყო, წარსულ ჩაბარდებოდა. სულ მალე საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.