X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 25

"საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 24 მაისს გაზეთ „სახალხო საქმე“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

1918 წლის 25 მაისს გამოცემული ქართული გაზეთებისთვის ჯერ კიდევ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ დღეს. პრესა ძირითადად იმავე ხაზს მიჰყვებოდა, რასაც წინა დღეებში. მათ შორის იყო „სახალხო საქმე“, სადაც ქვეყნის გაურკვეველი და რთული მდგომარეობის შესახებ მორიგი სტატია დაიბეჭდა.

პრესის მიღმა კი მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა. აკაკი ჩხენკელის მიერ ბათუმიდან გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, 1918 წლის 25 მაისს დაინიშნა ეროვნული საბჭოს  აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელიც ღამის 11 საათზე დაიწყო. სხდომას ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა.

მართალია, 25 მაისს გამართულ სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ვერ მოესწრო, თუმცა, როგორც მოგვიანებით ზურაბ ავალიშვილი წერდა, 25 მაისის გვიან ღამეს მასთან ერთად ბათუმში მყოფმა აკაკი ჩხენკელმა და ნიკო ნიკოლაძემ უკვე იცოდნენ, რომ მეორე დღეს, 26 მაისს, ეროვნული საბჭო საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

საქართველო საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაკარგულ დამოუკიდებლობას იბრუნებდა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.