X

სხვა

Becoming European: Challenges for Georgia in the Twenty-First Century

2021 / 01 / 25

2020 წლის 29 დეკემბერს, აშშ-ში გამოვიდა ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი - "Becoming European: Challenges for Georgia in the Twenty-First Century".

წიგნი წარმოადგენს ბოლო 15 წლის ელექტრონული პუბლიკაციების კრებულს. სტატიები ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირის დაშლამდეც და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისათვის. 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ხელშეკრულებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. თუმცა, საქართველოს ჯერ ბევრი მუშაობა მოუწევს ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის, რაც მოითხოვს მრავალი წლის მძიმე შრომას.

ვლადიმერ პაპავა 2001 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი და გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი. იგი ასევე არის მაკროეკონომიკის პროფესორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1994-2000 წწ. -  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და 2013-2016 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ვლ. პაპავას აქვს სახელმწიფო ჯილდოები და არის 300-ზე მეტი ნაშრომის ავტორი.

წიგნი ხელმისაწვდომია აქ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.