X

სხვა

რონდელის ფონდის ინტერაქტიული რუკა: ბორდერიზაცია - მცოცავი ოკუპაცია

2022 / 02 / 16

რონდელის ფონდი წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ რუკას: "ბორდერიზაცია" - მცოცავი ოკუპაცია. „ბორდერიზაციის“ პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა, თავად პროცესი 2011 წელს დაიწყო, ხოლო 2013 წლიდან მოხდა მისი ინტენსიფიკაცია. „ბორდერიზაცია“ მოიცავს ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას და ასევე, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას, რაც საერთო ჯამში ქმნის ე.წ. საოკუპაციო ხაზს, რომლის მიღმა ექცევა ახალ ტერიტორიები.

 რონდელის ფონდის მიერ შექმნილ ინტერაქტიულ რუკაზე თავმოყრილია ღია წყაროებში გასული ინფორმაცია „ბორდერიზაციის“ შემთხვევებზე, ვიდეო და ფოტომასალის ჩათვლით. რუკა ასახავს თუ რა დროს მოხდა ამა თუ იმ მონაკვეთის „ბორდერიზაცია“ და ქმნის წარმოდგენას „ბორდერიზაციის“ პროცესის დინამიკაზე.  რუკა არის განახლებადი, რაც გულისხმობს იმას, რომ მასზე მოხდება „ბორდერიზაციის“ ახალი შემთხვევების დატანა.

იხილეთ რუკა ბმულზე: https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?mid=1e2Vhl9SOF5dkWdY3xRPTm2VZipGVZdeX&ll=42.371569443351106%2C43.00933144999999&z=9

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.