X

სხვა

პროექტის - ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება - მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებსა და რონდელის ფონდში

2022 / 03 / 15

პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები აზერბაიჯანული, სომხური, ეზიდური და აფხაზური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდები 2 თვიან სტაჟირებას შეუდგნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და რონდელის ფონდში.

მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის; საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს!

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.