X

სხვა

რონდელის ფონდსა და დიდი ბრიტანეთის სალეჩოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

2018 / 11 / 07

2018 წლის 7 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა რონდელის ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივ პროექტთან  ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში  მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“ დაკავშირებით ხელმოწერის ცერემონია.

პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund) ხელმძღვანელის მოადგილე, თრეისი მაქლელანდი და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამებს საქართველოში. ფონდი საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს საჯარო მმართველობის რეფორმის გაუმჯობესების, პარლამენტის ინსტიტუციური მხარდაჭერის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის,  და სხვა რეფორმებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.