X

სხვა

სასწავლო ვიზიტი თბილისში

2019 / 02 / 22

20-23 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) პროექტის - „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“ - ფარგლებში უმასპინძლა 24 მოსწავლეს გურიიდან - სოფ. ზოტიდან და დაბა ნასაკირალიდან.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს პროექტი, ასევე ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ვიზიტის დროს სკოლის მოსწავლებმა რონდელის ფონდში მოისმინეს ლექციები. ირაკლი მენაღარაშვილი ელაპარაკა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე, ხოლო დალი ხომერიკმა გააცნო საზღვარგარეთ სწავლის ის შესაძლებლობები, რაც უფროსი კლასების მოსწავლეებს აქვთ საქართველოში.

მოსწავლეები სამი დღის განმავლობაში ასევე დაესწრნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, იყვნენ თეატრში, ოპერასა და კინოთეატრში, მოინახულეს ტექნოპარკი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პენთეონი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დაათვალიერეს თბილისი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.