პრეზენტაციები
ქართველი და რუსი ექსპერტების პუბლიკაციის პრეზენტაცია
2014 წლის 8 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა პროექტის ”ექსპერტები ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის გზების ძიებაში” ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციის პრეზენტაციას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსნდრე რონდელმა,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა. და ბრიტანეთის საელჩოს მრჩეველმა რეგიონული კონფლიქტების საკითხებში კრისტოფერ ჯოისმა.
პროექტის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა, მოკლედ მიმოიხილა ამ პროექტისა და პუბლიკაციის მიზანი და შინაარსი. მან ასევე ისაუბრა რუსი ავტორების მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტებზე.
ექვსი ქართველი ავტორიდან ოთხმა თავად წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები პუბლიკაციისა და პროექტის შესახებ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი ქართველი ექსპერტები, მეცნიერები, მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ცენტრების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში.