პრეზენტაციები
მცირე გრანტების პროექტების პრეზენტაცია ახალქალაქში
2014 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულ ოფისში, ახალქალაქში, ჩატარდა პროგრამის ”სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსებული მცირე გრანტების პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაცია.
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალციხისა და თბილისიდან ადგილობრივ საზოგადოებას საკუთარი პროექტების შედეგები წარუდგინეს.
პროექტის - ”სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში” - მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობა, რაც ხორციელდება ქართული ენის კურსების, ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ჩატარებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის კონკურსის საფუძველზე მცირე გრანტების გაცემის მეშვეობით.
მცირე გრანტების კომპონენტი ხელს უწყობს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პრინციპების გათვალისწინებით.
პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან ფინეთის მთავრობის ხელშეწყობით.