პრეზენტაციები
პრეზენტაცია - ბოჭკოვანი სისტემა და გეოპოლტიკა: რუსეთის კიბერ ომი უკრაინაზე
2015 წლის 31 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) უმასპინძლა პრეზენტაციას - ბოჭკოვანი სისტემა და გეოპოლტიკა: რუსეთის კიბერ ომი უკრაინაზე. პრეზენტაციას უხელმძღვანელა უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა (GFSIS) და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის (GSAC) დირექტორმა, დევიდ სმიტმა.
სანამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებდა, სმიტმა მიმოიხილა 2008 წლის რუსეთის თავდასხმა საქართველოზე, პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა კინექტურ და კიბერნეტიკულ ომს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთმა დაიქირავა ე.წ „კრიმინალები და ბავშვები“ კიბერ თავდასხმის განსახორციელებლად. რუსეთის სისტემატიური კორუფციის გარემოში, ასეთი პრაქტიკა გრძელდება და იხვეწება. ამის შემდგომ, სმიტმა საუბარი განაგრძო უკრაინის 2013 წლის და ამჟამინდელი მიმდინარე მოვლენების შესახებ.