პრეზენტაციები
პრეზენტაცია ”ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“
2015 / 10 / 07
2016 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ნატოს საერთაშორისო სამსახურის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელს, ბატონ კრისტიან მესაროშს. მან წარმოადგინა საჯარო პრეზენტაცია თემაზე ”ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საქართველოს ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებისა და გამოწვევების საკითხებზე.
ღონისძიება გაიმართა საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს ატლანტიკურ საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.