პრეზენტაციები
ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში: პროექტის შუალედური შედეგების განხილვა
2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა კვლევის - ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში შუალედური შედეგების განხილვა. კვლევა განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური თემატიკით დაინტერესებული ანალიტიკოსები.
შეხვედრა გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა პროფესორმა მერაბ კაკულიამ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ფელიქს ჰეთმა. კვლევის შუალედური შედეგები წარმოადგინა პროექტის უფროსმა მკვლევარმა ნოდარ კაპანაძემ.
კვლევის ავტორებმა პასუხი გასცეს დამსწრე საზოგადოების მრავალრიცხოვან შეკითხვებს. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პროექტის შუალედური შედეგები და გამოთქვეს არაერთი სასარგებლო შენიშვნა და წინადადება.
კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია ნოემბერში გაიმართება.