პრეზენტაციები
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
2017 წლის 27 ნოემბერს რონდელის ფონდში გაიმართა პროექტის - „ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობის კვლევა/შესწავლა“ - ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა ეხება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების დამოკიდებულებასა და აღქმას, ასევე, ქვეყნის განვითარების პროცესში მათ როლს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხების განსახილველად საფუძვლის შექმნას, სადაც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეკლესიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, ხოლო კვლევის შედეგები წარმოადგინა ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ.
პროექტი განახორციელა რონდელის ფონდმა National Endowment for Democracy (NED)-ის ფინანსური მხარდაჭერით.