X

პრეზენტაციები

საშუალო კლასი საქართველოში: კვლევის შედეგების პრეზენტაცია

2018 / 12 / 11

2018 წლის 10 დეკემერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა კვლევის -  საშუალო კლასი საქართველოში: რაოდენობრივი შეფასება, დინამიკა და პროფილი - პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

კვლევაში განხილულია საშუალო კლასის იდენტიფიკაციის კრიტერიუმები, მოცემულია საქართველოში საშუალო კლასის რაოდენობრივი შეფასება, შესწავლილია მისი სტრუქტურა  და  დინამიკა, დადგენილია საშუალო კლასს მიკუთვნებული შინამეურნეობების ზომა, მათი წევრების საშუალო ასაკი და განსახლება, გაანალიზებულია საშუალო კლასის შინამეურნეობების მიერ საკუთარი კეთილდღეობის  შეფასება და მათი მოლოდინები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის, სამინისტროებისა და უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური თემატიკით დაინტერესებული ანალიტიკოსები.

შეხვედრა გახსნა  რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ფელიქს ჰეთმა. კვლევის შედეგები წარმოადგინეს ავტორებმა - პროექტის ხელმძღვანელმა, რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ და  წამყვანმა მკვლევარმა ნოდარ კაპანაძემ.

კვლევის ავტორებმა პასუხი გასცეს დამსწრეთა მრავალრიცხოვან  შეკითხვებს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.