X

უკანონო დაკავებები: ინტერაქტიული რუკა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გახშირდა საქართველოსა და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების ფაქტები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს - როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მსგავსი ფაქტები გაცილებით ხშირად ხდება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან. დაკავებულების ნაწილს დე ფაქტო რეჟიმისთვის ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, ზოგიერთი კი თვეების ან ზოგიერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

რონდელის ფონდის მიერ შექმნილ ინტერაქტიულ რუკაზე თავმოყრილია ღია წყაროებში გასული ინფორმაცია მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების შემთხვევებზე, ვიდეო და ფოტომასალის ჩათვლით. რუკა ასახავს, თუ როდის, სად და რა ვითარებაში მოხდა მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება. ამასთან, რუკაზე დატანილი ინფორმაცია განახლებადია - რუკას უკანონო დაკავების ყოველი ახალი შემთხვევა ემატება.

შექმნის თარიღი: 2023-05-23 10:36:24
ბოლო განახლების თარიღი: 2023-09-08 10:48:24
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.