X

დასრულებული პროექტები

თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში (2022-2023)

პროექტი - თემის ახალგაზრდების ჩარტულობა საქართველოს რეგიონებში - მაღალმთიან აჭარასა და სამცხე ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანი არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების გზით ადგილობრივი ახალგაზრდების ინტეგრაცია, შიდა და საგარეო საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და რბილი უნარების განვითარებაა. პროექტი საჯარო სკოლების მოსწავლეებს (14-18 წლის ახალგაზრდებს) საშუალებას აძლევს უკეთ გააცნობიერონ და იპოვონ თავიანთი როლი მმართველობის სისტმაშო, დაგეგმილი აქტივობები კი ორიენტირებულია ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდასა და მათი ღირებულებების ინკლუზიური, ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისკენ მიმართვაზე.

პროექტი 300-მდე ახალგაზრდას აერთიანებს მაღალმთიანი აჭარიდან და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან. იგი ახალგაზრდების კულტურულ და სოციალურ ჩართულობას სადისკუსიო კლუბების, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ჟურნალ „ჩემი სამყარო“-ზე დაფუძნებული ვიქტორინების, დედაქალაქში ვიზიტების, საზაფხულო ბანაკისა და დაჯილდოების ცერემონიის საშუალებით უზრუნველყოფს.

პროექტი გაზრდის ადგილობრივი ახალგაზრდების მედეგობას გარე ფაქტორების მიმართ, მათ რელიგიათშორის ტოლერანტობას და შექმნის საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდებისა და ადგილობრივი საზოგადოების რეგიონულ პლატფორმას.

აღნიშნული პროექტი ამავე სახელწოდების მქონე პროექტის 2021-2022 წლის ნაკადის გაგრძელებაა. იგი მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მომავალი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.