X

დასრულებული პროექტები

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიალოგი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე

პროგრამა “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიალოგი საშინაო და საგარეო  პოლიტიკის საკითხებზე” ითვალისწინებდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრებს ექსპერტებთან, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან. შეხვედრებზე განსახილველი თემები ეხებოდა საგარეო პოლიტიკას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს და სხვა. 

სემინარები და მრგვალი მაგიდის შეხვედრები წარმოადგენდა ერთგვარ პლატფორმას  ექსპერტებსა და სასულიერო პირებს შორის  დიალოგისა და თანამშრომლობისთვის და ხელს უწყობდა საჯარო პოლიტიკის განვითარების ჯანსაღ პროცესს.

პროექტი რონდელის ფონდმა განახორციელა „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (National Endowment for Democracy - NED) ხელშეწყობით.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.