X

დასრულებული პროექტები

კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება და დემოკრატია - კვლევითი პროექტი (CASCADE)

კვლევითი პროექტის კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება და დემოკრატია  მთავარი მიზანს წარმოადგენდა კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ პროცესებს შორის არსებული თუ შესაძლო კავშირების კომპლექსური კვლევა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განვითარებას.  

პროექტის ამოცანები იყო: კავკასიის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ერთობლივი ემპირიული კვლევა, დემოკრატიისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირის შესახებ არსებული თეორიული და კონცეპტუალური ცოდნის გაღრმავება,  კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და დემოკრატიზაციის პროცესების  სამომავლო პერსპექტივების ანალიზი,  დებატების მოწყობა, ევროკავშირის წარმომადგენლობასა და კავკასიის რეგიონის აკადემიური სფეროს, არასამთავრობო სექტორის, მედიის, ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და  იდეების გაცვლის ხელსეწყობა,  ევროკავშირისათვის რეკომენდაციების შემუსავება, რაც დაეხმარება რეგიონში მისი როლის გაზრდასა და  უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევითი აქტივობები მოიცავდა შემდეგი  ტიპის დოკუმენტების შემქმნას: 

• პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელიც გააანალიზა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკას ევროკავშირთან თანამშრომლობისა და მის წინაშე აღებული ვალდებულებების კონტექსტში. ამ დოკუმენტში განხილული იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები და ამ თვალსაზრისით შეფასდა  ევროკავშირის პოლიტიკის გავლენა. ასევე შემუშავდა რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ევროკავშირის პოლიტიკის ბერკეტები ამ მიმართულებით. 

• სამუშაო დოკუმენტი „კავკასიაში საპარლამენტო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ უსაფრთხოების სფეროს მონიტორინგი“. დოკუმენტში გამოიკვლიეს უსაფრთხოების სექტორში ჩართული პირების როლი,  პროცესებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მეთვალყურეობა, მათი ინტერაქცია ამ პროცესებში. სამუშაო დოკუმენტში შეიმუშავეს რეკომენდაციები რეგიონში მონიტორინგის სისტემის განვითარებაზე. 

• დოკუმენტი „პოლიტიკური წყობა, დემოკრატიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება კავკასიაში“ შეისწავლა ურთიერთკავშირი პოლიტიკურ ელიტებსა და ინსტიტუციებს შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის, ასევე ამ ურთიერთკავშირების შესაძლო მნიშვნელობას უსაფრთხოების ჭრილში. 

პროექტის განხორციელების შედეგად ევროპულ ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებს, პარლამენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა  და სამეცნიერო  წრეების წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცათ მიიღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიტიკური ინფორმაცია კავკასიის რეგიონში დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების არსებულ პროცესებზე, მმართველობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე შემუშავდა ახალი, უფრო ეფექტური კონცეპტუალური მიდგომები უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად და რეგიონის დემოკრატიზაციის პროცესში არსებულ გამოწვევათა გავლენის შესამცირებლად.  

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი პროექტის ფარგლებში თბილისში პერიოდულად ჩაატარა სემინარები და კონფერენციები და წარმოადგენა ის შედეგები, რაც  პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა სამუშაომ მოიტანა. ფონდი ასევე ორგანიზება გაუწია პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვებს.

პროექტი დაფინანსებულია  ევროკომისიის მიერ  FP7-SSH.2013.4.1-1 -  სამეზობლო უსაფრთხოება და დემოკრატია: კავკასიის ფარგლებში, ხოლო განხორციელდა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (საქართველო), ფონდი „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდი“ (საფრანგეთი), ბირმინგემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი),  საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო დიალოგის ფონდი (ესპანეთი),  სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტი (შვედეთი), იენის უნივერსიტეტი (გერმანია), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (აზერბაიჯანი), განვითარების საერთაშორისო ცენტრი (სომხეთი). 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.