X

დასრულებული პროექტები

ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობის კვლევა/შესწავლა

პროექტის მიზანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა განწყობებისა და მოსაზრებების თვისებრივი კვლევა, რის საფუძველზეც მოხდება საქართველოს დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა. 

პროექტის ფარგლებში, თვისებრივი კვლევის ჩატარების შემდეგ, გათვალისწინებულია ასევე რეკომენდაციების შემუშავება, თუ ეკლესია უფრო წარმატებულად როგორ უნდა ჩაერთოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში და როგორ უნდა მოხდეს ეკლესიის დამოკიდებულებისა მისადაგება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მიზნებთან, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მთავრობა, დონორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესბული იმხარეები.

რვათვიანი კვლევითი პროექტის აქტივობები მოიცავს სიღრმისეული (Indepth interview) ინტერვიუების სერიასა და ფოკუს-ჯგუფების  ჩატარებას მართლმადიდებელი ეკლესიის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე -სოციალური პრობლემები, დემოკრატია, კონფლიქტური რეგიონები, საგარეო აქტორები და სხვ.

კვლევის შედეგები დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს მიიღონ  კვლევაზე დაფუძნებული ობიექტური ინფორმაცია მართლმადიდებელ ეკლესიის წარმომადგენელთა ცოდნის, გათვითცნობიერების, ხედვებისა და წარმოდგენების შესახებ, სად ხედავენ თავად ეკლესიის მესვეურები საკუთარ თავსა და საკუთარ წვლილს ქვეყნის დემოკრატიზაციისა თუ საგარეო მიზნების მიღწევის პროცესში. 

პროექტი ასევე მიზნად ისახავს სამომავლოდ ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისათვის საფუძვლის შექმნას, სადაც ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეკლესიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

პროექტს ახორციელებს რონდელის ფონდი  National Endowment for Democracy ( NED) ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.