X

დასრულებული პროექტები

ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის

პროექტი  მიმდინარეობს უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით. პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის თემაზე ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა, ცოდნის ამაღლება და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა.

მრავალკომპონენტიანი პროექტის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები გაიღრმავებენ ცოდნას  ეთნიკური პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის ანალიზის, ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებისა და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებში. პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლები და ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მკვიდრი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს.

რეგიონებში ადგილობრივი საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა მოხდება მათი არაფორმალური განათლებით, პროფესიული უნარ-ჩვევების ზრდითა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმირებით. რეგიონებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.

პროექტის ფარგლებში რონდელის ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ახალქალაქსა და მარნეულში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.